Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW მინსკს მართლმსაჯულებისკენ მოუწოდებს კინორეჟისორზე ჰომოფობიური თავდასხმის შემდეგ


ბელორუსი კინოდოკუმენტალისტი მიკალაი კუპრიჩი სცემეს, რადგან საკუთარ თავს "გეის" უწოდებს
ბელორუსი კინოდოკუმენტალისტი მიკალაი კუპრიჩი სცემეს, რადგან საკუთარ თავს "გეის" უწოდებს

უფლებადამცავი ორგანიზაცია, Human Rights Watch მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მართლმსაჯულება კინოდოკუმენტალისტ მიკალაი კუპრიჩზე გასული თვის სასტიკი თავდასხმის საქმეში და დაარწმუნოს ქვეყნის ლესბოსელთა, გეიების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერების (LGBT) თემი, რომ „ჰომოფობიურ ძალადობის მიმართ არ შეგუება არ მოხდება“.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს 25 აგვისტოს მომხდარის შემდეგ ორ კვირაში დააკავეს. კუპრიჩი საავადმყოფოში მოხვდა თავდასხმის შემდეგ თავის და ცხვირის დაზიანებით. მან დროებით დაკარგა მეხსიერება, რაც, ექიმების თანახმად, თავის არეში დარტყმამ გამოიწვია, წერია Human Rights Watch-ის 12 სექტემბრის განცხადებაში.

კაილ ნაიტი, ლესბოსელთა, გეიების, ბისექსუალთა და ტრანსგენდერების უფლებათა დაცვის მკვლევარი ნიუ იორკში დაფუძნებულ უფლებების დამცველ ორგანიზაციაში, პოლიციას მოუწოდებს „სწრაფად და ობიექტურად" გამოიძიოს მომხდარი. ბელორუსიაში სექსუალური და გენდერული უმცირესობების მიმართ ძალადობა გავრცელებულია. იმავე სქესის ადამიანზე ქორწინება არ არის დანაშაული, მაგრამ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის გამო დისკრიმინაციისგან „სამართლებრივი დაცვა არ არსებობს“ , იტყობინება HRW.

XS
SM
MD
LG