Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას მართავს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან


"პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ მოთხოვნით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

უკვე ცნობილია, რომ 15 სექტემბერს, "პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციას გეგმავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება სათანადო სანქციები დაწესდეს დევიდ კრამერის საქართველოში შემოსვლაზე.

10 სექტემბერს, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა" და „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ თბილისში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. დევიდ კრამერმა ირმა ინაშვილს და ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფს შენობიდან გასვლა მოთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG