Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროს გაზეთი აქვეყნებს მასალებს CIA-ისთვის კრემლში მომუშავე რუსი მოხელის შესახებ


ოლეგ სმოლენკოვის სახლი ვირჯინიაში.
ოლეგ სმოლენკოვის სახლი ვირჯინიაში.

მონტენეგროში გამომავალმა გაზეთმა გამოაქვეყნა, მისი თქმით, დეტალები 2017 წელს გაუჩინარებული კრემლის ყოფილი მოხელის შესახებ, რომელიც, რუსეთის მედიის თანახმად, სავარაუდოდ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ინფორმატორი იყო და აშშ-ში გაიქცა. გაზეთი Pobjeda 12 სექტემბერს იტყობინება, რომ 2017 წლის 14 ივნისს ოლეგ სმოლენკოვი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ჩავიდა საკურორტო ქალაქ ტივატში და ისინი „რამდენიმე დღის შემდეგ“ გაუჩინარდნენ, როგორც ჩანს, კერძო იახტით.

გაზეთი არ იმოწმებს მონტენეგროს ოფიციალურ პირებს ან მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა Pobjeda მონტენეგროს მთავრობასთან და უშიშროების ძალებთან დაახლოებულ მედიასაშუალებად ითვლება. გაზეთის თანახმად, მისი პუბლიკაცია „სანდო“ ინფორმაციას ემყარება.

9 სექტემბერს CNN-ი, New York Times-ი და Washington Post-ი იტყობინებოდნენ, რომ CIA-მ რუსეთის ტერიტორიიდან გამოიყვანა პირი, რომლის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ოპერაციას. CIA-მ, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია არაზუსტია.

XS
SM
MD
LG