Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს „დამოუკიდებლობის“ დასტურად აფასებს


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აშენებს ეკონომიკას და სხვა სფეროებს დემოკრატიულ საფუძვლებზე.“

ამ შინაარსის განცხადება მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. მისი ინფორმაციით, 10 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაჯიმბას ხმა მისცა 47.38%-მა, ხოლო პარტია „ამცახარის“ ლიდერს, ალხას კვიცინიას 46.19%-მა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG