Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა. ფინეთის ქალაქ ვანტააში, 12-14 სექტემბერს გამართულ ევროპირველობაზე, ტატამზე თოთხმეტი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მათგან ცხრამ მედალი მოიპოვა.

ვაჟებში, შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ - ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ). ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო მიხეილ ბექაური (90 კგ) - ბრინჯაოს.

საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრთაგან ევროპირველობა წაუგებლად ჩაამთავრა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და უმაღლესი ტიტული მოიპოვა. მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ორმოცდაოთხ ნაკრებს შორის. დღეს ქართველი ძიუდოისტები ევროპის ოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატზე შეეცდებიან წარმატების მიღწევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG