Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მუშა მოყვა და დაიღუპა


ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისას ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა ერთი მუშა, რომელიც ადგილზე მისულ მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ილიას უნივერსტეტთან ახლოს, ჭავჭავაძის 32 ნომერთან მოხდა. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ დაღუპული მუშა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში არ იყო დასაქმებული და ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავდა დაქირავებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინციდენტი მათ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. ილიას უნივერსიტეტის A და E კორპუსებში ეზოს კეთილმოწყობისთვის, საკანალიზაციო სისტემების და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, სახელმწიფო ტენდერის შედეგად დაქირავებული ჰყავდათ კონტრაქტორი კომპანია „ენ ეს გრუპი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG