Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭავჭავაძის გამზირზე დაღუპული მუშის ცხედარი მიწის მასიდან ამოიტანეს


15 სექტემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისას მიწის ფენამ ქვეშ მოიყოლა ერთ-ერთი მუშა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღის პირველი საათისთვის მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ტერიტორიაზე. გარდაცვლილი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოებზე მუშაობდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ენ სი გრუპი“ აწარმოებდა.

დღის 3-ის ნახევრისთვის გარდაცვლილის ცხედარი მიწის მასიდან ამოიტანეს და ექსპერტიზისთვის გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 204-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მუშა მოყვა და დაიღუპა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

ჭავჭავაძის გამზირზე გზის სამუშაოები მაისის ბოლოდან მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის ერთი ნაწილი, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პიქსელის შენობამდე, პირველადი ასფალტის ფენით 16 სექტემბერს გახსნილი უნდა იყოს როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG