Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი 16%-ით გეგმავს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას


ოლექსი ჰონჩარუკი
ოლექსი ჰონჩარუკი

უკრაინის ხელისუფლება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად 16%-ით აპირებს სამხედრო ხარჯების გაზრდას, - ამის შესახებ კვირას განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა.

უკრაინის 2020 წლის ბიუჯეტის თანახმად, ნაციონალური თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსების მოცულობა 245,8 მილიარდ ჰრივნას (დაახლოებით 8,5 მილიარდი დოლარი) მიაღწევს, რაც 33,8 მილიარდი ჰრივნით მეტია შარშანდელთან შედარებით.

კიევი, რომელიც 2014 წლიდან ჩათრეულია კრემლის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ კონფლიქტში, დიდ რესურსებს ხარჯავს შეიარაღებული ძალების განვითარებაზე.

2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ დააწესა 1,5%-იანი გადასახადი არმიის საჭიროებისათვის, რომელიც ავტომატურად ეჭრებათ მოქალაქეებს ყოველთვიური ხელფასებიდან.

ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას განზრახული აქვს ამ სავალდებულო ბეგარის გაუქმება. ჯერჯერობით უცნობია, შეტანილია თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში ეს დებულება.

XS
SM
MD
LG