Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემნა გვასალია Vetements-დან მიდის


ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ტოვებს, მის მიერ დაფიძნებულ მოდის ბრენდს, Vetements-ს. ინფორმაციას ამის შესახებ ექსკლუზიურად ავრცელებს მოდის გამოცემა WWD.

„ვფიქრობ, ჩემი მისია შევასრულე“, - ამბობს დემნა გვასალია, რომელმაც Vetements-ი 5 წლის წინ შექმნა.

Vetements-ში რჩება კომპანიის თანადამფუძნებელი და დემნა გვასალიას ძმა გურამ გვასალია. მისი სიტყვებით, კომპანია საზღვარების გაფართოებას დემნას წასვლის შემდეგაც განაგრძობს.

„Vetements-ი შემოქმედებითი ადამიანების კოლექტივი იყო, ჩვენ განვაგრძობთ საზღვრების გაფართოებას, ბრენდის ჭეშმარიტი ფასეულობების პატივისცემით და მხარს დავუჭერთ სუფთა შემოქმედებას და ნიჭს“, - განაცხადა დემნა გვასალიას ძმამ გურამ გვასალიამ, თანადამფუძნებელმა და ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი სიტყვებით, „რასაც უკანასკნელ წლებში დემნამ მიაღწია, Vetements-ის ისტორიის მთავარი თავია, ჩვენ ვემადლიერებით დემნას იმ წვლილისთვის, რაც მოდის სახლის განვითარებაში შეიტანა“.

დემნა გვალასია ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად რჩება. მოდის სახლს დაგეგმილი აქვს 2020 წლის გაზაფხულის სეზონის ჩვენება პარიზში, 29 სექტემბერს.

გამოცემას მიაწოდეს დემნა გვასალიას ექსკლუზიური ინტერვიუ, რომლის თანახმად, იგი ამბობს:

„Vetements-ი შევქმენი, ვინაიდან მობეზრებული მქონდა მოდა, Vetements-ის გამოჩენის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. ამან ბევრს ახალი კარი გაუხსნა, ამიტომ ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე, როგორც კონცეპტუალისტმა და ნოვატორმა დიზაინერმა, Vetements-ი გადაიქცა, კომპანიად, რომელსაც თავად შეუძლია განავითაროს შემოქმედებითი მემკვიდრეობა და დამოუკიდებლად შექმნას ახალი თავი“, - აცხადებს დემნა გვასალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG