Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში მეასე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


16 სექტემბერი მეასე დღეა მას შემდეგ, რაც პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყო ჰონგ-კონგში. ეს ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისია ამ, პეკინის მიერ კონტროლირებულ, ნახევრად ავტონომიურ რეგიონში, მას შემდეგ, რაც 1997 ბრიტანეთმა თავისი ყოფილი კოლონია ჩინეთს გადასცა.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, შაბათ-კვირას მომხდარი შეხლა-შემოხლის და ძალადობის შემდეგ, ორშაბათს გაიხსნა ბიზნესები და მიწისქვეშა რკინიგზის სადგურები.

სამოქალაქო ადამიანის უფლებების ფრონტი, რომელსაც უარი ეთქვა 15 სექტემბერს საპროტესტო აქციების გამართვაზე, ახალ აქციებს გეგმავს 28 სექტემბერს და 1 ოქტომბერს. ამავე დროს, 1 ოქტომბერს აღინიშნება ჩინეთის მმართველი, კომუნისტური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 70-ე წლისთავი.

15 სექტემბერს - აქციების 99-ე დღეს - ათიათასობით მოქალაქე არ დამორჩილდა ხელისუფლებას და უნებართვო აქციაზე გავიდა. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ჰონგ-კონგის ცენტრში, მთავრობის შენობის წინ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ზოგიერთს ხელში ეჭირა აშშ-ისა და ბრიტანეთის დროშები. დემონსტრანტები სკანდირებდნენ დემოკრატიული რეფორმების მომხრე ლოზუნგებს.

XS
SM
MD
LG