Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის ორი თავდასხმის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობოით დაიჭრა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 17 სექტემბერს წინასაარჩევნო მიტინგზე მომხდარი აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა. მიტინგს ესწრებოდა პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელიც უვნებელი გადარჩა. მიტინგზე, რომელიც პროვინცია ფარვანის დედაქალაქ ჩარიკარში გაიმართა, ღანი სიტყვით უნდა გამოსულიყო.

ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის არის ერთი ქალი და სამი ბავშვი და მსხვერპლის უდიდესი ნაწილი სამოქალაქო პირები არიან.

პოლიციის ცნობით, კიდევ ერთ აფეთქებას, რომელიც დედაქალაქ ქაბულში მოხდა, სულ ცოტა, სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა.

თალიბანი დაიმუქრა, რომ გააძლიერებენ თავდასხმებს, რათა ხელი შეუშალონ 28 სექტემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას.

გასულ კვირას ჩაიშალა აშშ-სა და თალიბებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები. ავღანეთის მთავრობა მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG