Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა პატიმრობაში დატოვა ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პოლონელი მამაკაცი


მარიან რადზაევსკი
მარიან რადზაევსკი

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი 14-წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილება პოლონეთის მოქალაქის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია ჯაშუშობისთვის.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ცნობით, სასამართლომ 12 სექტემბერს დაადგინა, რომ „კანონიერი და დასაბუთებულია“ მარიან რადზაევსკის მიმართ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ 12 ივნისს გამოტანილი განაჩენი. რადზაევსკი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მიღების მცდელობაში.

სასამართლო დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რადგან მასალები საიდუმლოდ ითვლებოდა. რადზაევსკი 2018 წლის აპრილში. გამოძიების თანახმად, პოლონეთის მოქალაქე ცდილობდა უკანონო გზით შეეძინა სარაკეტო კომპლექს S-300-ის დეტალები, რომელთა გატანასაც პოლონეთში გეგმავდა.

მარიან რადზაევსკი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG