Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ამხილა


„გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ამხილა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობის თანახმად, მუქარის ფაქტზე ამხილეს 1986 წელს დაბადებული ბ.მ. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი "ფეისბუკის" მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, - შსს-ს თანახმად, მხილებული ახალგაზრდა მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„გურიის მოამბის“ რედაქტორმა თეა იოსელიანმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ სოციალური ქსელით უცნობი პირისგან მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მას შვილების მოკვლით დაემუქრნენ. თეა იოსელიანი მუქარის გზავნილს პროფესიულ საქმიანობასთან აკავშირებდა.

XS
SM
MD
LG