Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესის მოწინააღმდეგე ლაფანყურელები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მცხოვრებნი, რომლებიც სოფლის მახლობლად მცირე ჰესის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, მშენებელი კომპანიის, „ართანა ლოპოტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თელავის საკრებულოს შენობაში სამსაათიანი შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ართანა ლოპოტა“ შესაძლო რისკების შესახებ დამატებით დოკუმენტებს წარუდგენს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მათი შესწავლის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

ლაფანყურის მცხოვრებთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰესის მშენებლობის გამო, სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება და ტყე გაიჩეხება.

თავის მხრივ, „ლოპოტა ართანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მცირე - 5,9 მეგავატი - სიმძლავრის ჰესის მშენებლობა მსგავს რისკებს არ შეიცავს და ამის დასამტკიცებლად ყველა დოკუმენტი აქვთ.

კომპანიამ სოფელ ლაფანყურიდან შვიდ კილომეტრში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები სექტემბრის პირველ დღეებში დაიწყო, თუმცა, მალევე შეაჩერა მოსახლეობის საპროტესტო აქციის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG