Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ბავშვი დაშავდა სამეცნიერო პიკნიკზე ქუთაისის ცენტრში


ქუთაისის ცენტრში, სამეცნიერო პიკნიკზე საჩვენებელი ცდისას მოსწავლებს მჟავით სავსე სინჯარა აუფეთქდათ. მინის სინჯარის ნამსხვერებით რამდენიმე მოსწავლე დაშავდა. მათ სხეულის სხვადასხვა ადგილას ნაკაწრები და ღია ჭრილობები აქვთ.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმები იმყოფებიან, რომლებიც მოსწავლეებს სამედიცინო დახმარებას უწვებენ. იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქუთაისიდან.

როგორც ქუთაისის 33-ე სკოლის პედაგოგი ნინო გუბელაძე ამბობს, „ცდის ჩატარების დროს გასკდა სინჯარა და ბავშვები შუშის ნამსხვრევებით დაზიანდნენ“.

დაშავებულებს შორის არიან მოსწავლეები, რომლებიც ცდას ატარებდნენ და ის მოზარდები, რომლებიც საჩვენებელ ცდას აკვირდებოდნენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG