Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია ეხმაურება გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას შეწყალების პროცესთან დაკავშირებით და განცხადება ავრცელებს.

" მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა." - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება 20 აგვისტოს დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებდა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული, მათ შორის სამი მკვლელობაში ბრალდებული. 18 სექტემბერს პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG