Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 35 სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთის არმიის ოპერაციის დროს


ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 35 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 13 დაიჭრა ავღანეთის არმიის სამხედრო ოპერაციის შედეგად ჰელმანდის პროვინციაში. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 22 სექტემბერს, როდესაც სპეცრაზმმა იერიში მიიტანა იმ შენობაზე, რომელსაც თალიბანი იყენებდა თვითმკვლელების მოსამზადებლად. ჰელმანდის პროვინციის წარმომადგენლის, აბდულ მაჯიდ ახუნზადას ცნობით, სამხედროების ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა მახლობლად მდებარე საქორწინო პროცესია მუსა ყალას რაიონში, რის შედეგადაც, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიჭრა.

ავღანეთში დაბანაკებული ამერიკული არმიის სარდლობის ცნობით, ამავე ოპერაციის დროს დახოცეს 22 თალიბი მოიერიშე. მაგრამ ადგილობრივი საბჭოს წევრი, ომარ ზვაკი იუწყება, რომ ექსტრემისტებთან ერთად დაიღუპა 6 უცხოელიც.

მიმდინარეობს ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის გამოძიება.

XS
SM
MD
LG