საქართველოს სარაგბო ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა ჩაატარა. „ბორჯღალოსნები“ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 14:43 წააგეს. პირველი ტაიმი მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა უქულოდ ჩაამთავრა. უელსელებმა კი 29 ქულა აიღეს.
მეორე ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს. ქართველთაგან მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი შალვა მამუკაშვილმა და ლევან ჩილაჩავამ შეიტანეს.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 სექტემბერს გამართავს - თბილისის დროით 14:15 საათზე, ურუგვაის წინააღმდეგ.