Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხთან ახლოს 30 წუთის ინტერვალში ორი მიწისძვრა მოხდა


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, ლაგოდეხიდან 7 კილომეტრში ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ხიზაბავრაში დაახლოებით 20:40 წუთზე მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათან ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ავტმატურ რეჟიმში გამოქვეყნებული მონაცემებით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები, 10 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა.

პირველი მიწისძვრიდან დაახლოებით 30 წუთში 21:10 წუთზე განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრი კვლავ სოფელ ხიზაბავრა იყო. სიმძლავრემ კი 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ამ დროისთვის ასრებული ინფორმაციით, მიწისძვრას რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG