Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია: პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ადამიანზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით.

„მე არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ეს ის თემა არ არის, სადაც შეიძლება მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე. მე ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი, რადგან ეს იყო პირველი, რაც უნდა შეგვეცვალა“, - ეკა ბესელია არ აკონკრეტებს, არიან თუ არა ამ ადამიანებს შორის დეპუტატებიც. მისი შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა მოვლენის მასშტაბს, რადგან რამდენიმე შემთხვევისთვის თვალის დახუჭვა საბოლოო ჯამში პრობლემის გაზრდას გამოიწვევს:

„არ იქნება ეთიკური ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად, მაგრამ თავისთავად იმის დაშვება, რომ შესაძლებელია დღესაც წინა რეჟიმის მსგავსად, იმ ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა იმავე მეთოდების გამოყენება, ეს ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი რამაა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე ასეთი ზეწოლა არ ხდებოდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG