Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა სავარაუდოდ თავი მოიკლა


ჰაიკ ჰარუტიუნიანი
ჰაიკ ჰარუტიუნიანი

სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ჰაიკ ჰარუტიუნიანი ერევანში საკუთარ სახლში იპოვეს მოკლული, თავზე ნატყვიარით. როგორც სომხეთის პოლიციაში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ჰარუტიუნიანის გვამი წუხელ იპოვეს და წინასწარი გამოძიების თანახმად, საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.

ჰარუტიუნიანი პოლიციის უფროსი იყო 2003-2008 წლებში. ის სომხეთის პენიტენციარულ სამსახურს ხელმძღვანელობდა 2010-2014 წლებში. ჰარუტიუნიანს მოწმის სტატუსი ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ საქმეში. ქოჩარიანისა და ხელისუფლების სამი სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ საქმე ეხება 2008 წლის მარტის გადაწყვეტილებას საპროტესტო გამოსვლებისას ჯარების გამოყენების შესახებ, რასაც სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის, სამართალდამცავები ემსხვერპლნენ.

მას შემდეგ, რაც ქოჩარიანი 2018 წელს დააკავეს, ის ორჯერ გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ ორივეჯერ ხელახლა დააპატიმრეს პროკურატურის მიერ გასაჩივრების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG