Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს


პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრ ალექს აზართან
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრ ალექს აზართან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდა აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრს, ალექს აზარს. მათ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა ალექს აზარი საქართველოში მოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოსაც. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ფინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტნიორებმა საქართველოს საკითხი კვლავ დააყენონ რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და აღებული ვალდებულებები შეახსენონ.

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში შეხვდა ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს, მია ამორ მოტლისაც.

XS
SM
MD
LG