Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობამ საოკუპაციო ხაზთან თხილის საწარმო დააფინანსა


ამერიკის მთავრობის ფინანსური დახმარებით საოკუპაციო ხაზთან თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი ფერმერები მაღალი ხარისხის თხილს აწარმოებენ, თუმცა მოსავლის აღების შემდეგ ხარისხის შენარჩუნება რთულია. ამიტომ, ამერიკის მთავრობამ ხელი შეუწყო ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის სიახლოვეს, სოფელ კოკში გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას. საწარმო დაახლოებით 300 ადგილობრივ ფერმერს მოემსახურება“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.


პროექტი ხორციელდება USAID/Georgia, AgriGeorgia/Ferrero-სა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის მთავრობა ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.

XS
SM
MD
LG