Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა გეწაძე: მოსამართლეები ახლა უფრო მეტად დამოუკიდებლები, უფრო თამამები არიან


"მოსამართლედ 2011 წელს დავინიშნე. მოსამართლეები ახლა უფრო მეტად დამოუკიდებლები, უფრო თამამები არიან, უფრო კვალიფიციურებიც და უფრო თავისუფლად შეუძლიათ თავისი სიტყვის თქმა," - განაცხადა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა შოთა გეწაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას.

"რაც გვაქვს, ამ დონის დამოუკიდებლობა აქამდე არ არსებულა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, რაც მე მინდა. 2011-ში მე ვგრძნობდი გარკვეულ პრობლემებს, ეს შეუძლებელია მოსამართლემ არ იგრძნოს, თუნდაც, ერთი წლის მანძილზე, მაგრამ ამ ერთი წლის მანძილზე ისეთი კატასტროფა, რაც ჟღერდება, მე ვერ ვგრძნობდი." - დააზუსტა შოთა გეწაძემ.

25 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს. ის უკვე მესამე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი სიიდან.

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011-2017 წლებში მოსამართლე შოთა გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

გეწაძის გახმაურებულ საქმეებს შორის არის:

  • ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე;

  • დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტ მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი;

მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG