Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი დაშავდა თურქეთის სამხრეთში ბომბის აფეთქების შედეგად


თურქეთის სამხრეთში მდებარე ადანის პროვინციაში, პოლიციის მიკროავტობუსში მსხდომი ხუთი ადამიანი დაშავდა 25 სექტემბერს, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, - იუწყება სახელმწიფო მედია.

როგორც პროვინციის გუბერნატორმა, მაჰმუთ დემირთაშმა სააგენტო "ანადოლუს" უთხრა, აფეთქება გამოიწვია ან "იმპროვიზირებულმა მოწყობილობამ, ან სხვა ტიპის ბომბმა". მისი თქმით, ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ტრავმები სერიოზული არ არის.

აფეთქებას იძიებს პოლიცია. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ შეიძლება იყოს აფეთქების მომწყობი.

XS
SM
MD
LG