საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი „რელიგიები საქართველოში“ გადაეცა.
ფოტოალბომი „რელიგიები საქართველოში“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტია.წიგნი ქართულ-ინგლისურია და მასში შესულია ინფორმაცია საქართველოში არსებულ ყველა რელიგიის შესახებ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული თემის, ლათინ -კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, მუსლიმანური თემის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, იეზიდთა თემის, ევანგელურ - ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან - ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ - პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საკულტო ნაგებობების. ასევე შესულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები. ფოტომასალა გადაღებულია 2018 წელს.