Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, მას ეგონა, რომ აშშ გამოაქვეყნებდა ტრამპთან საუბრის მხოლოდ საკუთარ ნაწილს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის ტექსტის გამოქვეყნების წინააღმდეგი, მაგრამ ეგონა, რომ აშშ გამოაქვეყნებდა მხოლოდ „საუბრის საკუთარ ნაწილს“. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბრის მემორანდუმი წუხელ გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა. კონგრესში დემოკრატიული პარტიის ლიდერებს ეჭვი აქვთ, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის სთხოვა, ჩარეულიყო აშშ-ის საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, რაც შეიძლება ტრამპის იმპიჩმენტის საბაბი იყოს.

გამოქვეყნებულ ტექსტში ზელენსკი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას „ტრამპისგან სწავლობდა“; ის ამბობს, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩი „გიჟდებოდა“ წინა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე და ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ზელენსკის მიმართ და რომ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი „იმდენად არ იღვწიან უკრაინის სასარგებლოდ, როგორც შეეძლოთ“.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ეწინააღმდეგება დიპლომატიური საუბრების გამოქვეყნებას, ვინაიდან ისინი შეიძლება შეიცავდეს მომენტებს, რომლებიც გეოპოლიტიკასა და მოსაუბრეების გეგმებს შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG