Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილი შეიძინა მარი ანნა რურუამ


გარდაცვლილი პოლიტიკოსის, ნიკა რურუას ძმის შემდეგ, „მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილი ნიკა რურუას შვილმა იყიდა. სამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ცვლილება რამდენიმე წუთის წინ აისახა.

მარი ანნა რურუამ, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე „მთავარი არხის“ იმ დროისთვის 46.5% წილის მესაკუთრეს, კახა ანჯაფარიძეს 2500 ლარი გადაუხადა. ამასთან, ახალი მეწილე ვალდებულებას იღებს, რომ საკუთრების რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში „მთავარი არხის“ საწესდებო კაპიტალში (ანგარიშზე) 200 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

24 სექტემბერს „მთავარი არხის“ ამდენივე (2.5% ) წილი იყიდა გიორგი რურუამ, თუმცა მან 250 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

„მთავარი არხის“ საკონტროლო პაკეტის (51%-იან წილის) მესაკუთრე არის ნიკა გვარამია.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილე კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.

ნიკა გვარამია შპს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოზიციასაც იკავებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, ხოლო დირექტორები არიან: „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.

„მთავარმა არხმა“ 5 სექტემბერს მიიღო ლიცენზია, რომელიც საინფორმაციო პროგრამების და პოლიტიკური ტოქშოუების მომზადების უფლებას ანიჭებს.

„მთავარი არხი“ ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.

XS
SM
MD
LG