Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი: პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული


„პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვერპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის, მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას მომხდარი ინციდენტის პასუხად.

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის მიკროფონის გარეშე ნათქვამმა რეპლიკებმა გამოიწვია, სადაც ის „ბესელიას მორალს“ ახსენებდა. ეკა ბესელიას, დაპირისპირების გამო, უმრავლესობის რამდენიმე კაცმა დეპუტატმა პარლამენტარის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს. 27 სექტემბერს ეკა ბესელიას მხარდასაჭერად ქალთა მოძრაობამ და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

თამარ ჩუგოშვილმა ამავე ფეისბუკსტატუსში დაადასტურა ეკა ბესელიას მონათხრობი ტელეეთერში იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა სიის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარეობდა და ამ შეხვედრას ის ეკა ბესელიასთან ერთად ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG