Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცემა The Insider უარყოფს ცნობას, რომ ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი რუსეთის მილიციის თანამშრომელი იყო


ვლადიმირ სტეპანოვის და "ვადიმ სოკოლოვის" კომბინირებული ფოტო
ვლადიმირ სტეპანოვის და "ვადიმ სოკოლოვის" კომბინირებული ფოტო

გამოცემა The Insider-მა უარყო ცნობა, რომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი რუსეთის მილიციის ყოფილი თანამშრომელია.

ხანგოშვილი, ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე, 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. The New York Times იტყობინებოდა გერმანელ გამომძიებლებზე დაყრდნობით, რომ ხანგოშვილის მკვლელი, ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლებოდა ყოფილიყო სანქტ-პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი ოპერრწმუნებული, მილიციის მაიორი, ვლადიმირ სტეპანოვი, რომელსაც 2005 წელს 24 წელი მიესაჯა კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ ხელმძღვანელის, იგორ კლიმოვის მკვლელობისთვის.


გამოძიება ამ ვერსიას სწავლობს ანონიმური წერილის საფუძველზე, რომელიც სამართალდამცავმა უწყებამ ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მიიღო. მასში წერია, რომ დანაშაულის ჩამდენი პროფესიონალი მკვლელია, რომელიც სასჯელს რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში იხდის. The New York Times-ის თანახმად, წერილში მინიშნებაა იმაზე, რომ სტეპანოვი კოლონიიდან გაუშვეს ვადის გასვლამდე, ხანგოშვილის მოსაკლავად. გაზეთი წერილის სრულ ტექსტს არ აქვეყნებს.
The Insider-ის და სხვა გამოცემების ერთობლივ მასალაში ნათქვამია, რომ სტეპანოვი სასჯელის მოხდას აგრძელებს. კოლონიის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, გამოძიებას ამცნო, რომ სტეპანოვი კოლონიაში მუშაობს და დადებითად ხასიათდება.

XS
SM
MD
LG