Accessibility links

ჯულიანიმ გადაიფიქრა სომხეთში ვიზიტი პუტინის გამო


რუდი ჯულიანი

რუდი ჯულიანიმ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა, უეცრად გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი სომხეთში, კრემლის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც, როგორც მოელიან, მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ფორუმის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, ჯულიანი 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ერევანში უნდა გამოსულიყო პანელზე, რომელსაც უხელმძღვანელებს რუსი პოლიტიკოსი სერგეი გლაზევი, პუტინის დიდი ხნის მეგობარი, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირს შეყვანილი ჰყავს სანქცირებულ რუს მოხელეთა სიაში, მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის გამო.

ჯულიანის ეს გადაწყვეტილება მოჰყვა „ვაშინგტონ პოსტში“ მანამდე გამოქვეყნებულ ცნობას, სომხეთში დაგეგმილი ღონისძიებისა და მასში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სკანდალურ სატელეფონო საუბარში ნახსენები, პრეზიდენტ ტრამპის პირადი ადვოკატის მონაწილეობის შესახებ.

ჯულიანიმ „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ ეგონა, სომხეთში უსაფრთხოების კონფერენცია იყო დაგეგმილი და არ იცოდა, თუ მასში პუტინს უნდა მიეღო მონაწილეობა. „წინდახედულება ღირსების საუკეთესო გამოხატულებაა“, - აღნიშნა ჯულიანიმ გაზეთთან კომენტარში.

ერევნის ფორუმის ოფიციალური საიტის მიხედვით, ღონისძიების ორგანიზატორებს შორის არიან მოსკოვში მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მსოფლიოს სომეხთა კონგრესი, რუსეთის ვაჭრობის სამინისტრო და ევრაზიული ეკონომიკური კომისია.

სხვა სტუმრებს შორის, ერევნის ფორუმს დაესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტო ჰასან როჰანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG