Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის პარკში დაიწყო ფესტივალი სპორტულ თევზჭერაში


ჩემპიონატი ჩატარდება ორდღიანი ფესტივალის განრიგით პროფესიონალებს, ასევე, მოყვარულ მეთევზეებს შორის. ფესტივალის პირველ დღეს, 29 სექტემბერს, ერთმანეთს 29 მოყვარული ეჯიბრება.

ორგანიზატორები უფრო მეტ მონაწილეს ელოდებოდნენ, მაგრამ, როგორც ისინი ფიქრობენ, ბევრი უამინდობის გამო არ მოვიდა.
გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვის კალათაშიც მეტი წონის თევზი მოხვდება.
გიგა გაბრიაძე, ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ამბობს, რომ მსგავსი ფესტივალი წელს მეორედ ეწყობა, პირველად გაზაფხულზე ლისის ტბაზე ჩატარდა.

„თევზჭერა, როგორც სპორტი, საქართველოში ახალი შემოსულია - 7 წელია არსებობს. ტურნირებს ვატარებთ სხვადასხვა სტრატეგიაში. თავიდან სამოყვარულო დონით დავიწყეთ, შემდეგ ქულების დათვლის სისტემა მივუსადაგეთ საერთაშორისო სისტემას, რომ შემდეგ გავწევრიანებულიყავით საერთაშორისო ფედერაციაში. დღეს უკვე გვაქვს პროფესიონალთა ლიგა, სადაც 30 ადამიანია გაწევრიანებული, ასევე, მოყვარულთა ლიგა. ვატარებთ ტურნირებსაც, სადაც ისეთი ადამიანებიც მონაწილეობენ, რომლებიც საერთოდ შორს არიან ამ სახეობის სპორტისგან და, უბრალოდ, სურთ გაიგონ, რა არის ტურნირი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგა გაბრიაძემ.

მისივე თქმით, მოყვარულთა ტურნირში მოქმედებს მარტივი წესი: თევზაობენ ერთი ჯოხით და ერთი ნემსკავით. მთავარი პრინციპი არის ის, რომ დაჭერილ თევზს უკან, ტბაში, უშვებენ.
„დღეს ყველა ყველას ეჯიბრება, რეიტინგულ ტურნირში კი, რომელიც ფესტივალის მეორე დღეს გაიმართება, ერთმანეთს სამწევრიანი ჯგუფებიგუნდურად შეეჯიბრებიან. რეიტინგულ ტურნირში გამარჯვებულების გამოვლენა შედარებით რთული ქულების დათვლის სისტემით ხდება. ეს დამოკიდებულია დაჭერილი თევზის საერთო წონაზე, ცალკეული თევზის ზომაზე, როგორ მოხდა დაჭერა და ა.შ.“.

ფესტივალი სპორტულ თევსჭერაში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:03 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG