Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ევაკუირებულია 45 ადამიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საფრთხის გამო


 შენობა, საიდანაც ხალხის ევაკუაცია მოხდა
შენობა, საიდანაც ხალხის ევაკუაცია მოხდა

საქართველოს დედაქალაქი ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო ევაკუირებულია დაახლოებით 45 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსი” იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი გამოცხადდა, რომლებმაც დროულად შეაფასეს სიტუაცია და 18 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის ორი პირის, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ყველა შესაბამისი სამსახურის ჯგუფები, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG