Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მმართველი პარტიის მთავარი საიტი იუწყება, სამუშაო შეხვედრას, რომელიც რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებს ეხებოდა, პარტიული აქტივის გარდა ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.

პირველი სამუშაო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა 26 სექტემბერს გურიის რეგიონალური ორგანიზაციის წევრებთან გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG