Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო  განხილვა დღეს თბილისში დასრულდება


დღეს თბილისში დასრულდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა ისევ პარლამენტში გაგრძელდება.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა 13 სექტემბერს თელავიდან დაიწყო. 13-დან 30 სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ სულ 10 საჯარო შეხვედრა გამართა. კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. პროექტით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG