რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერ რაულ ხაჯიმბას მომავალშიც ჰპირდება ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ საუბარია პუტინის მიერ 30 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსთან ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით, გაგზავნილ მისალოც ტელეგრამაში.
„რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას არა მხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით, არამედ რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად“, - წერს ვლადიმირ პუტინი.
23 სექტემბერს პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა აფხაზეთთან ხელშეკრულების გაფორმება დე ფაქტო რესპუბლიკის არმიის მოდერნიზებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე.