Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გააფართოვა 2016 წლის არჩევნებში ჩარევასთან კავშირში მყოფთა სანქციების სია


აშშ-მა გააფართოვა სანქციების სია, რომლებიც ეხება ამ ქვეყნის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, რაშიც ვაშინგტონი რუსეთს სდებს ბრალს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სიაში შეიყვანეს რუსეთის მოქალაქეები დენის კუზმინი და იგორ ნესტეროვი. ამასთან, სანქციები დაუწესეს სამ იურიდიულ პირს, რომლებიც სეიშელის კუნძულებზე და ჩეხეთში არიან რეგისტრირებული. ამტკიცებენ, რომ ისინი კავშირში არიან ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის საქმიანობასთან და ეგრეთ წოდებულ ტროლების ფაბრიკასთან.

სანქციები შეეხოთ ასევე ერთ ხომალდს და სამ თვითმფრინავს, რომლებიც ამ კომპანიებს ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG