Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის იერიშს სულ მცირე 11 პოლიციელი ემსხვერპლა


ავღანეთის პროვინცია ბალხში თალიბანის იერიშს სულ მცირე 11 პოლიციელი ემსხვერპლა. პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლის, აჰმად ფარჰადის თქმით, 400-ზე მეტმა თალიბმა მოტოციკლეტისტმა იერიში მიიტანა შორტეპის ოლქის პოლიციის განყოფილებაზე. ფარჰადის თქმით, ხანგრძლივ ბრძოლაში დაიღუპა 11 პოლიციელი, თალიბებმაც მძიმე დანაკარგი განიცადეს.

ოლქის მმართველმა, ქარიმ ხანმა განაცხადა, რომ თალიბებმა 13 პოლიციელი აიყვანეს ტყვედ და პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

თალიბებმა გაამწვავეს იერიშები გასული კვირის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. ხელისუფლება აცხადებს, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებმა თალიბანს არ მისცეს არჩევნების დროს ფართო მასშტაბის იერიშის განხორციელების საშუალება.

XS
SM
MD
LG