Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გამოჩენილი ამერიკელი საოპერო მომღერალი ჯესი ნორმანი


74 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ამერიკელი საოპერო მომღერალი ჯესი ნორმანი. როგორც ნორმანის ოჯახი იტყობინება, ის სამშაბათს გარდაიცვალა საავადმყოფოში, ოთხი წლის წინ ხერხემალზე მიღებული ტრავმის შედეგების გამო.

ამერიკელი სოპრანო ჯორჯიის შტატში დაიბადა. თავისი ადრეული მუსიკალური კარიერის უდიდესი ნაწილი ევროპაში გაატარა, 1983 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში ჰქონდა დებიუტი.

ნორმანი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული საოპერო მომღერალი იყო და მას მაღალი რანგის საზეიმო ღონისძიებებზეც იწვევდნენ ხოლმე სამღერად. ის მღეროდა აშშ-ის პრეზიდენტების, რონალდ რეიგანისა და ბილ კლინტონის საინაუგურაციო ცერემონიებზე, ასევე ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

გარდა გამორჩეული საშემსრულებლო კარიერისა, ჯესი ნორმანი ცნობილი იყო ჰუმანიტარული საქმიანობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG