Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ნარმანიას სემეკის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ, რადგან წამყვანი კომიტეტისგან მხარდაჭერა მიიღო, პარლამენტი მას დაამტკიცებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტზე:

შევეცდებით მაქსიმუმს, რომ თითოეული მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და ამ ყველაფრის გარანტი იქნება მარეგულირებელი კომისია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს პარლამენტმა დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭი კომისიის წევრს, დავით ნარმანიას უნდა უყაროს. დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე იმ შემთხვევაში გახდება, თუ მას მხარს 76 დეპუტატი დაუჭერს.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი 10 ხმით არცერთის წინააღმდეგ 23 სექტემბერს დაუჭირა.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე იგი თბილისის მერის პოსტს იკავებდა.


XS
SM
MD
LG