Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე ფერადი მანქანით "ტაქსაობისთვის" დააჯარიმეს


ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

პატრულმა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტაქსით მგზავრთა გადაყვანის რეგულაციის დარღვევისთვის 200 ლარით დააჯარიმა. ზურაბ ჯაფარიძე დღეს, 1 ოქტომბერს, საგანგებოდ გამოვიდა ქალაქის ქუჩებში ტაქსით „სამუშაოდ“ იმისთვის, რათა რეგულაცია დაერღვია. როგორც „გირჩი“ იტყობინება, ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში მოძრაობისა და ერთი მგზავრის გადაყვანის შემდეგ დააჯარიმეს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ გამაჩერა პატრულმა, რომელმაც შემდეგ სხვა ეკიპაჟს დაუძახა და მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიციელებისგან აზრის გაგება მინდოდა, ისინი იქცეოდნენ ჩვეულებრივი რობოტებივით და გამომიწერეს ორასლარიანი ჯარიმა.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება - მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა, როგორ შეიძლება „გავღუნოთ“ ეს რეგულაცია - კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ „გირჩი-ნიუსთან“ საუბრისას.

დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან, ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების დაყოფას A და B კატეგორიებად.

A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამ კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანის უფლება ქუჩიდანაც აქვთ. A-სგან განსხვავებით, B კატეგორიის ტაქსები ძირითადად გამოძახებით იმუშავებენ.

თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ამ დროისათვის ტაქსების 24 %-ია A კატეგორიაში, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ტაქსის სერვისის განსახორციელებლად დედაქალაქში სულ 22 563 ნებართვა გაიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG