Accessibility links

გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ გაათავისუფლა


ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებები წარადგინა. სასამართლო პროცესი გადაიდო. ვინაიდან გურამ ჩალაგაშვილის დაკავებიდან 12 საათი გავიდა, მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.

შსს განცხადების თანახმად:

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG