ერევანში ჩავიდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, მასთან ერთად კი სინგაპურის პრემიერ-მინისტრი, ლი ჰსიენი. სომხეთის დედაქალაქი 1 ოქტომბერს მასპინძლობს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
სომხეთის უფლებადამცავმა ჯგუფმა, ერევანში, პრეზიდენტის სასახლის წინ საპროტესტო გამოსვლა მოაწყო რუსეთში პოლიტპატიმრების დასაცავად.
ირანის და სინგაპურის ლიდერები სამიტზე მიწვეული არიან, როგორც კავშირის არაწევრი ქვეყნების მმართველები.
ლი ჰსიენი ერევანში 28 სექტემბერს ჩავიდა და შეხვდა სომხეთის პრემირ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. 1 ოქტომბერს ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე სინგაპური ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ხელს აწერს თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულებას.
1 ოქტომბერს ფაშინიანი შეხვდა ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის. პრესის მიერ გავრცელებული ცნობით, მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა გაცვალეს კეთილი სურვილები ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საქმეში. ირანი და სომხეთი, როჰანის თქმით, განავითარებენ ურთიერთობას ენერგეტიკის სფეროში.
ერევანში, სამიტის კულუარებში, დაგეგმილი იყო რუსეთის და ირანის პრეზიდენტების შეხვედრაც.