თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მომავალი ბიუჯეტი 2020 წელს დაახლოებით 121 მილიონი ლარით გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წლის ბიუჯეტი, განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი, დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე“,- განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე ამბობს, ამ ბიუჯეტით მომავალ წელს ქალაქისათვის მნიშვნელობანი პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.