Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე სხვა პირთა საქმეებისგან გამოყო


ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიიღო.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის საქმის ცალკე გამოყოფის შუამდგომლობა სასამართლოს 2 ოქტომბრის სხდომაზე ადვოკატმა დააყენა. ადვოკატის აზრით, გაუგებარია გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეებისა და სასამართლო პროცესის ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან გაერთიანება. გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი ასევე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არიან დაკავებულები. ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის შუამდგომლობას პროკურორებიც დაეთანხმნენ.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმის ცალკე გამოყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ სხდომა გადაიდო. დღეს, 2 ოქტომბერს საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG