Accessibility links

შოთა ჭიჭიაშვილის მკვლელობას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება


უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობას, ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი, წყაროზე დაყრდნობით, ამბობს, რომ შოთა ჭიჭიაშვილი ოდესაში იმყოფებოდა და მისი გარემოცვის წევრებზე ინფორმაციას აგროვებდა.

„ჩემი წყაროს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.

მისივე ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა.

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და უკრაინელ სამართალდამცავებს მადლობას უხდის.

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG