Accessibility links

ევროკავშირი მოითხოვს ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას


ხაშოგის მემორიალის გახსნა სტამბოლში. 2019 წ. 2 ოქტომბერი

ევროკავშირი მოითხოვს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილის გარემოებების ღია გამოძიებას და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. 2 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა მისი გაუჩინარებიდან საუდის არაბეთის საკონსულოში სტამბოლში. თავის მხრივ, გაერო გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს გამოძიება ჟურნალისტის მკვლელობაში ტახტის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის როლის შესახებ.

დღეს სტამბოლში გაიმართა ხაშოგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია. მასზე გაიხსნა ჟურნალისტის მემორიალი. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, უფლებადამცველები, ასევე Washington Post-ის მფლობელი და კორპორაცია Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი.

გაზეთ Washington Post-ის კომენტატორი ჯამალ ხაშოგი მწვავედ აკრიტიკებდა ელ-რიადის პოლიტიკას. თურქეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ მკვლელობასთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს საუდის არაბეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას, კერძოდ, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს. საუდის არაბეთი ამ ბრალდებებს უარყოფს. ჟურნალისტის გვამი ჯერაც არ უპოვიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG