რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურმა (ეფესბე) განაცხადა, რომ რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა ჩრდილოკორეულ სათევზაო ხომალდს, რომელიც, როგორც იტყობინებიან, იაპონიის ზღვაში ბრაკონიერობდა.
რუსეთის მედიის თანახმად, ეფესბე იტყობინება, რომ 2 ოქტომბრის ინციდენტისას დაკავებულია ხომალდის ეკიპაჟის 21 წევრი. 5 მათგანი დაშავდა შეტაკებისას, რასაც გემზე ხანძარი მოჰყვა.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს მეოთხე ასეთი ინციდენტია. გასულ კვირაში რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის სამი გემი და მათი ეკიპაჟების 200-ზე მეტი წევრი დააკავა.
რეგიონში, რომელსაც იაპონია, რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ესაზღვრებიან, ხშირად არის დავა თევზჭერის უფლებების თაობაზე.
მიუხედავად რისკისა, ჩრდილოეთკორეელები მაინც განაგრძობენ სადავო წყლებში თევზაობას.