Accessibility links

ბენი სანდერსს გულის ოპერაცია გაუკეთეს


ბერნი სანდერსი

აშშ-ის სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა წამოყენების კამპანიაში მონაწილეობს, სამშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს გულმკერდის არეში ტკივილების გამო. ექიმებმა დაადგინეს, რომ 78 წლის პოლიტიკოსს არტერია ჰქონდა დახშული.

ვერმონტის შტატის სენატორი აშშ-ის პრეზიდენტობის ყველაზე ასაკოვანი კანდიდატია. მისი საარჩევნო კამპანია შეჩერებულია. უახლოესი დღეებისთვის გაუქმდა ყველა წინასაარჩევნო გამოსვლა, განაცხადა სანდერსის საარჩევნო კამპანიის მთავარმა მრჩეველმა ჯეფ უივერმა. სანდერსს ოპერაცია გაუკეთეს და ორი სტენტი ჩაუდგეს.

ბერნი სანდერსი დემოკრატიული პარტიიდან სამ ყველაზე პოპულარულ კანდიდატთა შორისაა. RealClearPolitics-ის ცნობით, მას უსწრებენ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ელიზაბეთ უორენი.

სანდერსი 2016 წლის პრაიმერისშიც მონაწილეობდა, სადაც ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG