Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასზე ფიჯისთან დამარცხდა


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე მეორე თამაში წააგო. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი დღეს ოსაკაში, ფიჯის ნაკრებს შეხვდა და ტოლსწორად მხოლოდ პირველ ტაიმში ებრძოლა - „ბორჯღალოსნები“ შესვენებაზე ოთხქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ (3:7).

მეორე ტაიმში ქართველთათვის გასახარი მხოლოდ მამუკა გორგოძის ლელო იყო. ფიჯელებმა კი ექვსი ლელო გაიტანეს და უპირატესობა 35 ქულამდე გაზარდეს - 45:10.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე უკვე სამი თამაში ჩაატარა. ფიჯისთან დაპირისპირებამდე წააგო უელსთან (14:43) და მოუგო ურუგვაის (33:7). 11 ოქტომბერს კი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს, ავსტრალიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG